შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს საკონსულტაციო საბჭო ჯერ არ მოუწვევია

ივნისი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ საკონსულტაციო საბჭოს სხდომა უახლოეს ორ კვირაში უნდა გამართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მხრიდან თვითმმართველობის კოდექსი უგულებელყოფილად ჩაითვლება.

სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუმცა ამბობენ, რომ სხდომა მალე გაიმართება.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს უფლებამოსილებაა:


ა) სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის წარდგინებით შესაბამის ტერიტორიაზე სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტების, პროგრამებისა და მათი ხარჯთაღრიცხვის განხილვა;


ბ) სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განხილვა;


გ) სახელმწიფო რწმუნებულისთვის − გუბერნატორისთვის რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.


თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 60 დღის ვადაში იმართება, შემდეგ კი 3 თვეში ერთხელ მაინც. 


სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი და მას რეგიონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების პირველი პირები ესწრებიან. 


შიდა ქართლის რეგიონში, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პირველი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა 19 თებერვალს, მომდევნო კი 28 მარტს გაიმართა. ექს - გუბერნატორის კახა სამხარაძის ინიციატივით, საბჭოს სხდომები გასვლითი შეხვედრებით ეწყობოდა, თუმცა სამხარაძემ იდეის განხორციელება მხოლოდ ხაშურსა და კასპში მოასწრო. გააგრძელებს თუ არა წინამორბედის ტრადიციას ახალი გუბერნატორი უცნობია, შეხვედრის ადგილთან ერთად ამ დროისთვის, სამხარეო ადმინისტრაციის მხრიდან ვერც საბჭოს სხდომის ზუსტი თარიღი სახელდება.

 

Read 1090 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი