დარჩება თუ არა გუბერნატორის მოადგილე თანამდებობაზე, ხვალ გაირკვევა

ივნისი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნტორის მოადგილეს ნოდარ მეტრეველს საშვებულებო ვადა დღის ბოლოს ეწურება. 

დატოვებს თუ გააგრძელებს სამსახურეობრივ მოვალეობას სამხარეო ადმინისტრაციაში ხვალ დილით გახდება ცნობილი, - ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას" პრესსამსახურის წარმომადგენელმა მიაწოდა.

ნოდარ მეტრეველმა შვებულება მაისის ბოლოს მოითხოვა, თუმცა ადგილობრივ ტელევიზიაში ("თრიალეთი") ვრცლდებოდა ინფორმაცია, რომ ამ გზით გუბერნატორმა მისი სამსახურიდან მედიისთვის ფარულად გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. გააგრძელებს თუ არა მეტრეველი ხვალიდან მუშაობას გუბერნატორის მოადგილის პოზიციაზე, ჯერჯერობით უცნობია. ამ კითხვაზე პასუხი როგორც გუბერნიაში განაცხადეს, ხვალ იქნება ცნობილი.

Read 1405 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი