კოჩიევი: არჩილ ტატუნაშვილს დაზიანებები სხეულზე სიკვდილის შემდეგ აქვს მიყენებული

ივნისი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„სამხრეთ ოსურმა“ ექსპერტიზამ საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მკაფიო სურათი წარმოადგინა. „რეს“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ერგნეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოსტკონფლიქტური დარეგულიერების საკითხებში დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილე იგორ კოჩიევმა განაცხადა.

„ერგნეთის შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ საქართველოს სამედიცინო ექსპერტიზის საკუთარი დასკვნა აქვს ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზზე, რომელიც მათ არ გადმოუციათ არც ჩვენთვის, არც ეუთოსთვის და არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. პრინციპში, ჩვენ ის არც გვჭირდება, რადგან სამხრეთოსეთის ექსპერტიზის დასკვნაში ყველაფერი მკაფიოდ არის ნათქვამი“, - განაცხადა კოჩიევმა. მისი თქმით, შესაბამისად, მას არ გააჩნია არანაირი საფუძველი ენდოს, ან არ ენდოს ქართული მხარის ექსპერტიზას.

მანვე კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე ასზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. „ეს დაზიანებები მას სიკვდილის შემდეგ აქვს მიყენებული“, - ამბობს კოჩიევი.

Read 1254 times Last modified on Last modified on ივნისი 11 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი