მეჯვრისხევში გენდერული კვოტირების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

ივნისი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში გენდერულ თანასწორობისა და გენდერული კვოტირების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

შეხვედრა, რომელიც საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდის "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისა" და გორის გენდერის მედია ცენტრის ორგანიზებით მოეწყო, მიზნად ისახავდა გენდერული ცნობიერების ამაღლებას და ლიდერი კაცების მოტივირებასგახდნენ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშემწყობები.


ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა გენდერულ საკითხზე, მით უმეტეს, გენდერული კვოტირების საკითხი აუცილებლად გადასაწყვეტია ჩვენს პარლამენტში. ჩემი აზრით პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერება ეტაპობრივად უნდა მოხდეს.“ - გვითხრა ერთ-ერთმა მონაწილემ


ქალები არიან ძლიერები, მაგას ვაღიარებ, მაგრამ მაინც მგონია რომ პროცენტულად მამაკაცები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ქალები"


არის გარკვეული სფეროები, სადაც ქალები უფრო წარმატებულნი არიან, ვიდრე კაცები და პირიქით. აი, მაგალითად კაცი საბავშო ბაღში ვერასდროს ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ ქალზე უკეთ ბავშვზე ვერ იზრუნებს.“ - ამბობდნენ დისკუსიაში მონაწილე მამაკაცები


შეხვედრას გორის გენდერის მედია ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ომაძე უძღვებოდა, ამბობს, რომ აუდიტორიამ ნათლად დაინახა, თუ რამდენად მნიშნველოვანია ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებში


ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრამ გარკვეული სინათლე შეიტანა ამ ადამიანების ცნობიერებაში, მათ გამოთქვეს გულახდილი მოსაზრებები, რომლებიც გაჯერებული იყო სტერეოტიპული მიდგომებით, თუმცა მათი მხრიდან ეს გულახდილობა ძალიან მომეწონა და მიმაჩნია, რომ თანასწორობის მიღწევაში მთავარი არის ინფორმირებულობა, ინფორმაციის სწორად მიწოდება, განათლება და ცნობიერების ამაღლება.“ამბობს ნათია ომაძე 

 

Read 1005 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი