გორელი ბავშვები ანიმაციური ფილმის ჩვენებას ესწრებიან

ივნისი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში, გორის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში ანიმაციური ფესტივალის "თოფუზის" ფარგლებში ფილმის ჩვენება მიმდინარეობს.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის 30-მდე ბავშვი და მათი მშობლები ესწრებიან. 


ანიმაციური ფილმის ჩვენება ორი სეანსად მოეწყო, ღონისძიების მეორე ნაწილი ბავშვების მხატვარ -ანიმატორებთან ერთად მუშაობას ეთმობა. მშობლები ამბობენ, რომ მსგავსი აქტივობები იშვიათად ხორციელდება და  ასეთი სახის ღონისძიება ბავშვებს სამყაროს უკეთესად აღქმაში დაეხმარება ფანტაზიის უნარის გამომუშავებით. 
ანიმაციური ფილმების ჩვენება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც ეწყობა, შემაჯამებელი ფესტივალი კი ბათუმშია დაგეგმილი.

Read 852 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი