Print this page

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენციას შიდა ქართლიდან 26 პედაგოგი ესწრება

ივნისი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში თბილისში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია მიმდინარეობს. 300 პედაგოგს შორის 26 შიდა ქართლის რეგიონიდანაა. როგორც სამოქალაქო განათლების ფორუმის შიდა ქართლის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე ლელა წურწუმიამ რადიო ,,მოზაიკას“ უთხრა, დღესვე გაიმართება გასული წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალი. სამოქალაქო განათლების ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო – მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის პრიზი რეგიონების რჩეულ პედაგოგებს გადაეცემათ.

ლელა წურწუმია კონფერენციის მეორე ნაწილში მოხსენებას გააკეთებს და რეგიონში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ ისაუბრებს. მოხსენებაში ის აქცენტს გააკეთებს ასევე სამოქალაქო განათლების ფორუმის საქმიანობაზე. 

დღესვე, შეხვედრის ორგანიზატორები საქართველოს რეგიონებიდან მიწვეულ პედაგოგებს პროგრამის ,,მომავლის თაობა“ მუშაობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობენ. 


სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა, აღნიშნული კონფერენცია კი ყოველწლიურად იმართება. პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ორგანიზაცია PH International ახორციელებს. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) პარტნიორობით ხორციელდება.

Read 1415 times