Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 08 ივნისი 2018 18:38

დეპუტატის ცოლის კომპანიას 24-წლიანი იჯარით 432 კვ.მ. ფართობი გადაეცა

Rate this item
(0 votes)

კომპანიას, სადაც გორის მაჟორიტარი დეპუტატის მეუღლე 16% წილს ფლობს გორის მუნიციპალიტეტმა მიწის ფართი 24-წლიანი იჯარით გადასცა - ეს განცხადება დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ გააკეთა.

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლის, ბექა ქორჩილავას განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება დეპუტატის ოჯახს ბიზნესის განვითარებაში ეხმარება. 

"ფართს ვუთმობთ გორის მაჟორიტარის ცოლის კომპანიას და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ისედაც მილიონერ დეპუტატს ხელს ვუწყობთ, რომ კიდევ უფრო გამდირდეს. მე გავეცანი მონაცემებს და ციცინო კალანდაძე, დეპუტატის მეუღლე 16%-იანი წილის მფლობელია ამ კომპანიაში", - გვითხრა ქორჩილავამ 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიხედვით, 24 წლის მანძილზე შპს "გეორგია XXI" საიჯარო ხელშეკრულებით ორ ფართს იღებს - 385 კვადრატული მეტრის მიწის ფართობის საიჯარო ქირა წელიწადში 4 800 ლარს შეადგენს, 47 კვადრატული მეტრის ფართობისთვის - კი 840 ლარს.

Read 4488 times