ახალ ტენდერამდე მერია გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტო-სამრეცხაოებს აღარ აიღებს

ივნისი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტო-სამრეცხაოების დემონტაჟი ახალი ტენდერის დასრულებამდე აღარ მოხდება. 

ინფორმაცია ამის შესახებ მერიის  ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დაადასტურა. კობა კლიმიაშვილის განმარტებით, ტენდერში მხოლოდ ერთმა, აზერბაიჯანულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მოცემული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და დისკვალიფიკაცია მიანიჭეს.
სამსახურის უფროსის ინფორმაციით, კომპანიამ, რომელზეც არჩევანს შეაჩერებენ, 1 მილიონ 150 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა განახორციელოს. მათ უნდა უზრუნველყონ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, ტროტუარისა და გზის საფარის შეცვლა.


რაც შეეხება სამრეცხაოების მეპატრონეების აზრს, კობა კლიმიაშვილის თქმით, ისინი ტერიტორიას უალტერნატივოდ დატოვებენ. სანაცვლოდ კი კომბინატის დასახლებაში, მტკვრის პირზე გადასვლას შესთავაზებენ.

Read 1040 times Last modified on Last modified on ივნისი 08 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი