Back to Top
პარასკევი, 08 ივნისი 2018 15:10

გორელი ახალგაზრდების ჯგუფი გორის მერს ხვდება

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში გორელი ახალგაზრდების ჯგუფი გორის მუნიციპალიტეტის მერს ხვდება.

როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი მერის თანაშემწის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

მერთან შეხვედრაზე ახალგაზრდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შუამდგომლობს. ორგანიზაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე განიხილავენ, თუ რამდენად ჯდებოდა საჯარო მოხელის, კახა ბლიაძის ქმედება კანონის ფარგლებში. საია მერის თანაშემწის ქმედების სამართლებრივ შეფასებასაც გააკეთებს. 

შეგახსენებთ, რომ კახა ბლიაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას საზოგადოების ერთი ჯგუფი, 2 ივნისს მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, ითხოვს.

Read 1590 times