ახალგაზრდები: ხვალინდელ შეხვედრაზე მერს საკუთარი თანაშემწის გათავისუფლებას მოვთხოვთ

ივნისი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელი ახალგაზრდების ჯგუფი გორის მუნიციპალიტეტის მერს ხვალ შეხვდება. 

როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი მერის თანაშემწის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. 

"ჩვენ ხვალ შევხვდებით გორის მუნიციპალიტეტის მერს. ჩვენი პირველადი მოთხოვნები ძალაში რჩება. გვინდა, რომ კახა ბლიაძემ საკუთარი კომენტარის გამო, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო არა მარტო ზაზა სარალიძის, არამედ მისი მხარდამჭერებისთვისაც, პასუხი აგოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ მან დატოვოს გორის მერის თანაშემწის თანამდებობა", - უთხრა რადიო "მოზაიკას" ირაკლი ჟამურელმა. 

მერთან შეხვედრაზე ახალგაზრდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უშუამდგომლებს. ორგანიზაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, ხვალინდელ შეხვედრაზე დისკუსიაც გაიმართება, სადაც მერის პოზიციას მოისმენენ, თუ რამდენად ჯდებოდა საჯარო მოხელის, კახა ბლიაძის ქმედება კანონის ფარგლებში. შემდეგ კი, საია მის სამართლებრივ დასაბუთებასაც გააჟღერებს.

შეგახსენებთ, რომ კახა ბლიაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას საზოგადოების ერთი ჯგუფი, 2 ივნისს მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, ითხოვს. 

ამავე თემაზე: "დატოვოს თანამდებობა გორის მერის თანაშემწემ" - მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ

Read 862 times Last modified on Last modified on ივნისი 07 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი