ნიკოლოზ ანთიძე: ერგნეთის შეხვედრა ისე დასრულდა, რომ ყველა ძირითადი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა

ივნისი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო შეხვედრა, ექვსი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

ქართულმა მხარემ არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემასთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალი წარმომადგენლებისგან ინფორმაცია ისევ ვერ მიიღო.

შეხვედრის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისთვის ჩატარებული ექსპერტიზის შუალედური დასკვნა იყო. დასკვნის შესახებ ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს ქართულმა მხარემ სიტყვიერად მიაწოდა.

როგორც სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე მთავარი ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასა და წამებას.

ჩვენ მივაწოდეთ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე კატეგორიულად მოვითხოვეთ შინაგანი ორგანოების გადმოცემა. რაც შეეხება ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას, მატერიალური დოკუმენტი ჩვენ არ გადაგვიცია, ინფორმაცია მივაწოდეთ. შეხვედრა ისე დამთავრდა, რომ ყველა ძირითადი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა”, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი იყო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზას, რომელიც საქართველოში ჩატარდა.

“ექსპერტიზის დასკვნა მე არ მინახავს და არც მჭირდება, რადგან ჩვენ გვაქვს სამხრეთ ოსეთის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ყველაფერი ზუსტადაა აღწერილი და ჩემთვის ეს საკმარისია. ქართული საინფორმაციო საშუალებებით გავიგეთ, რომ ისინი ადასტურებენ დასკვნის არსებობას, სადაც სამხრეთ ოსეთის მხრიდან მიყენებულ დაზიანებებზეა საუბარი. ქართულ მხარეს არანაირი დასკვნა არ გადმოუცია და არ შემიძლია ამაზე საუბარი", -  განაცხადა ეგორ კოჩიევმა

Read 845 times Last modified on Last modified on ივნისი 07 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი