სოსო ვახტანგაშვილი: პარლამენტში სადაც 40-მდე მულტიმილიონერი ზის, ხელფასების გაზრდაზე საუბარი ამორალურია

ივნისი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის სავარაუდო ხელფასების მომატების ფაქტს, ყოფილი პარლამენტარი და ,,შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო ვახტანგაშვილი ეხმაურება.

მისი თქმით,  პარლამენტში სადაც 40-მდე მულტიმილიონერია, ხელფასების გაზრდაზე საუბარი ამორალურია

,, იმ რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც მათ შექმნეს ქვეყანაში, მმართველ გუნდს ხელფასებზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს. ძალიან ბევრი დაკარგა ,,ქართულმა ოცნებამ“ დაშვებული შეცდომებით, ისინი უმრავლესობით ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაში. მთავრობა ბევრად მდიდრად არ უნდა ცხოვრობდეს, ვიდრე საკუთარი მოსახლეობა. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური სიბეცე დაემართა ,,ქართულ ოცნებას“, თუ ისინი ამ მიზნის განხორციელებას შეგნებულად ფიქრობენ“, - განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა.

Read 1004 times Last modified on Last modified on ივნისი 07 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი