ზაფხულის სეზონზე გორში 535 ახალი სანაგვე ურნა განთავსდება

ივნისი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით წელს 175 სანაგვე ურნა შეიძინა, 360-ს კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოუგზავნის. -ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას“ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიაწოდა.

გივი კობახიძის განცხადებით, ევროსტანდარტების მქონე ახალი ურნები ქალაქში განთავსდება, ქალაქში არსებული ნარჩენების ძველი კონტეინერები კი სოფლებზე გადანაწილდება. 

,,ურნების შემოტანა უახლოეს მომავალში დაიწყება. ეს არის მწვანე ფერის პლასტმასის ურნები, რომლებიც ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს. ამით ჩვენ ვცდილობთ მოსახლეობა თანდათან შევაჩვიოთ ნარჩენების შესაბამის ურნაში განთავსებას, ისე როგორც ეს ევროპის ქვეყნებში ხდება“, - აცხადებს გივი ობახიძე.

ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი სანაგვე ურნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დარიგდება. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჯამში მუნიციპალიტეტებში 10 ათასი კონტეინერი გადანაწილდება. მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების ახალი კონტეინერების შესაძენად ჯამში 5,5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

Read 886 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი