სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობის გასაგრძელებლად, ზედახედველბის სამსახურიდან პასუხს ელოდებიან

ივნისი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის ასაშენებლად დაწყებული სამუშაოები კვლავ შეჩერებულია.

გორის მუნიციპალიტეტის მერიას კი ახალი ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია. ამის შესახებ რადიო „მოზაიკას“ გორის მერი ესაუბრა. კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, შესაბამისი დოკუმენტაცია „ოპტიმალ გრუპშია“ გაგზავნილი, საიდანაც პასუხს ელოდებიან. თავზარაშვილს განმარტებით, ახალი ტენდერი  სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდება. 

კომპანია „ოპტიმალ გრუპი“ 2017 წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობის დავალებით, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტმა დაიქირავა. მისი სპეციალისტები რეგიონში მომდინარე სამუშაოების ინსპექტირებას აწარმოებენ.
სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო, თუმცა იმ დროს ტენდერში გამარჯვბულ კომპანიას „ინშაათ საართველო“ გორის მერიამ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო.

2018 წლის აპრილში კი სადგურის უკმაყოფილო მოსახლეობას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ და დაპირდნენ, რომ ახალ ტენდერს ერთ თვეში გამოაცხადებდნენ.

Read 870 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი