7 ივნისს გორში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნება

ივნისი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში „მდგრადი ენერგეტიკის დღესთან“ დაკავშირებულ ღონისძიებები კულტურისა და დასვენების პარკში „ახალბაღი“ გაიმართება.

აღნიშნულ პარკში მოქალაქეებს ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების თემატური ნამუშევრების დათვალიერების საშუალება 15:00 საათიდან ექნებათ. უფროსებისთვის მოეწყობა ველო, ხოლო 7 წლამდე ბავშვებისთვის ავტომობილებით (12 ვოლტიანი) რბოლა. ავტომობილები ადაპტირებულია და შესაბამისად რბოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სპეციალური შესაძლებლობის მქონე პატარებსაც. გაიმართება კონცერტიც. გარდა ამისა, გორის მერიის თანამშრომლები პარკში შეკრებილ მოქალაქეებს მიაწოდებენ ინფორმაციას მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ.

ღონისძიებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქის გორის მერიის ორგანიზებით, მერების შეთანხმების ოფიციალური მხარდამჭერის „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსა“ და სამოქალქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის „PITA“ - ს მხარდაჭერით იმართება.

გორში, ისევე როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერ საქართველოს 7 ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი და ახალციხე), დაინერგა ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები, რაც ეხმარება მათ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში. შეთანხმების მიხედვით, რვავე ქალაქის ტერიტორიაზე 2020 წლისთვის სუფთა ენერგოტექნოლოგიების გამოყენებით ნახშირორჟანგის (CO2) ემისია უნდა შემცირდეს 20%-ით.

Read 1362 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი