უდუმაშვილი გორში: მერის თანაშემწე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ სამსახურიდან

ივნისი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მერის თანაშემწე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ სამსახურიდან, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა გორში ყოფნისას. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერი მოსახლეობას პარტიის ადგილობრივ ოფისში შეხვდა. მან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება არასწორი მეთოდებით ცდილობს მოსახლეობის აზრის ორად გაყოფას. უდუმაშვილი გორის მერის თანაშემწის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარსაც გამოეხმაურა, და აღნიშნა, რომ მერმა ის დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს. 

„ამ ბინძურ კამპანიაში, რომელიც დაიწყო ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, ხელისუფლებამ ჩართო თავისი წარმომადგენლები და ჩინოვნიკები. ასეთ შემთხვევში პოსტის წაშლა კი არ არის საკმარისი, ეს ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინა სამსახურიდან და არამარტო ის, არამედ მისი უშუალო ხელმძღვანელიც.“

გორის მერის თანაშემწემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძისა და მისი გარდაცვლილი შვილის შესახებ კომენტარი გამოაქვეყნა, რომლის შინაარსმაც მოაქალექეთა ნაწილის პროტესტი გამოიწვია.

ამავე თემაზე: "დატოვოს თანამდებობა გორის მერის თანაშემწემ" - მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ

Read 2512 times Last modified on Last modified on ივნისი 06 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი