რაზმაძე: ჩემი გვერდიდან ზაქარეიშვილის მიმართვა არ წამიშლია

ივნისი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბოლო დღეების განმავლობაში, საჯარო მოხელეების ნაწილმა მიმდინარე აქციების საპასუხოდ, საკუთარ ფეისბუქ გვერდებზე გაზიარებული პოსტები წაშალა.  

ერთ-ერთი, ვის ფეისბუქ გვერდზეც წინა პერიოდში გაზიარებული ინფორმაცია აღარ იძებნება, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა. მან 2 ივნისს (16:25) გააზიარა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის მიმართვა, სათაურით "ზაზა სარალიძის შვილი სისტემატიურად სძალავდა ფულს ბავშვებს". აღნიშნული სტატია დღეს მის გვერდზე აღარ ჩანს. 

davit razmadze  posti

რა მიზნით გააზიარა ეს პოსტი და რატომ გაქრა ის მისი გვერდიდან? - ამის გასარკვევად რადიო "მოზაიკა" დავით რაზმაძეს დაუკავშირდა. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდების სურვილით ახსნა.

,,მე არაფერს ვშლი ფეისბუქიდან. არც ეს ინფორმაცია არ წამიშლია და არ ვიცი, რატომ აღარ ჩანს ის ჩემს გვერდზე. საზოგადოებისთვის განსჯის მიზნით გავაზიარე ეგ ინფორმაცია, საერთოდ ადამიანმა ყველაფერი უნდა იცოდეს. რაც შეეხება სხვა პოზიციებს, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდება, გეტყვით, რომ ისეთი ინფორმაცია როგორ უნდა გავაზიარო, რაც ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს უკვე გადახრას ნიშნავს იმ სისტემისადმი, რაც იყო წარსულში. ასეთ ამბებს მე არ ვენდობი არანაირად", - აცხადებს დავით რაზმაძე.

საკრებულოს თავმჯდომარემ კომენტარი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიების შედეგები მასში ჩართული ადამიანების არაკომპეტენტურობის შედეგია. 

Read 2086 times Last modified on Last modified on ივნისი 06 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი