Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018 10:40

ოკუპანტებმა ქართულ მხარეს გატაცებული სასულიერო პირი გადასცეს

Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე ოხანაშვილი გაათავისუფლეს.

სასულიერო პირი ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.

გუშინ, ასევე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული თემურ დუდაშვილი კვლავ ცხინვალის ციხეში რჩება. 

სასულიერო პირი და სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ე.წ. მესაზღვრეებმა გუშინ, სხვადასხვა ადგილზე დააკავეს. თავდაპირველად სოფელ ხურვალეთის მკვიდრის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი დირბის ეკლესიის წანამძღვრის მამა იოანეს დაკავების თაობაზე.

Read 1577 times