გორის ა(ა)იპ-ები დაახლოებით 9 000 000 ლარს მიიღებენ

იანვარი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინო ჩიბჩიური

 

გორის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან  საფინანსო განყოფილებიდან  ა(ა)იპ-ების ჩაშლილ ბიუჯეტს ითხოვს. ვასილისა ჯაბახიძე რადიო ,,მოზაიკასთან“ საუბარში აცხადებს, რომ გორის მერია მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებს ხელოვნურად ბერავს, სადაც მისივე თქმით  ქართული ოცნების აქტივს ასაქმებს.

 

გორის მერის მოადგილე საკრებულოს  ოპოზიციონერი დეპუტატის ეჭვებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ რეორგანიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გელა კაპანაძის თქმით,  ოპტიმიზაციის მთავარი საფუძველი სწორედ თანხების დაზოგვას უკავშირდება.

საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის განცხადებით, ოპტიმიზაციის შედეგად 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ძირითადად ოთხი მსხვილი ა(ა)იპი დაფინანსდება.

რადიო ,,მოზაიკა“ დაინტერესდა, როგორ შეიცვალა გასულ წლებში ა(ა)იპ-ებზე გამოყოფილი თანხების ოდენობა ახლადგაერთიანებულ მუნიციპალიტეტში. ამიტომ ამ მიმართულებით, 2014-2017 წლებში ჯერ კიდევ ცალ-ცალკე არსებული თვითმართველობების ბიუჯეტები შევისწავლეთ. 

აღმოჩნდა. რომ 2014- ორივე მუნიციპალიტეტის აიპების დაფინანსების საერთო თანხა 8 460 000 ლარს შეადგენდა.

2015-წელს ამ მიმართულებით, 12 641 400 ლარი დაიხარჯა.

2016 წელს - 14 337 800 ლარი

2017 წელს - 10675600 ლარი.

რამდენად დაიზოგა თანხები ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისა და გაერთიანების შედეგად, ზუსტად თქმა შეუძლებელია. რადიო ,,მოზაიკა“ საკითხს უახლოეს მომავალში კვლავ დაუბრუნდება, როცა წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი საბოლოო სახეს მიიღებს და ოფიციალურად დამტკიცდება. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის სულ 31 მილიონ 321 800 ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.

  მუნიციპალიტეტი

2014

2015

2016

2017

სულ

ქალაქი გორი

6 493 900

8 693 000

8 479 400

7 587 300

31 253 600

გორის თემი

1 966 100

3 948 400

5 858 400

3 088 300

14 861 200

Read 2212 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი