სტუდენტები გორის მერის თანაშემწის გადადგომას მოითხოვენ

ივნისი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში სტუდენტები მერის თანაშემწის, კახა ბლიაძეს  გადადგომას მოითხოვენ.

სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ გორის მერის თანაშემწემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული საკუთარი მოსაზრებით შეურაცხყოფა მიაყენა ზაზა სარალიძეს და მის მხარდამჭერებს. მათ გორის მერიაში ვალერიანის წვეთები მიიტანეს. 

„ვალერიანის წვეთები მივიტანეთ, რადგან, როგორც ჩანს, ვერ აკონტროლებენ ემოციებს მერიაში. თანამდებობაზე არ უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც მსგავს განცხადებებს ავრცელებს. მივმართავთ გორის მერს: თავად გაუშვას თანამდებობიდან ეს პიროვნება. ეს იყო შეურაცხყოფა და ამისათვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მერიამ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ გუშინ სოციალურ ქსელში შემდეგ კომენტარი დაწერა:

"მაგ საქმეს მიხედავენ, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. 1 ვინ ყიყინებს და გვერდით ვინ უდგას. 2 არც თვითონ მყავს ეგ კაცი ანგელოზი და არც ის ცხონებული იყო ანგელოზი. ნუ დაგვავიწყდება ეგ კონფლიქტი საიდან და რისთვის დაიწყო, რომელიც მკვლელობით დამთავრდა. არ ღირს მაგ საქმის შედარება იმ მკვლელობებზე, რომლებსაც ის ხალხი ანხორციელებდა ვინც ეს აქციები წამოიწყო. ეგ ხალხი, ჩემო ძმაო, ყველა დასაპეპლია.“

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის პროტესტის შემდეგ, კახა ბლიაძემ აღნიშნული კომენტარი წაშალა.

Read 1422 times Last modified on Last modified on ივნისი 05 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი