Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 05 ივნისი 2018 15:42

ვითხოვთ სამართალს! - აქცია ენმ - ის და "ქართული ოცნების" ოფისებთან

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მართავენ.

ახალგაზრდები ჯერო ოპოზიციურ პარტიას ეუბნებიან, რომ ემიჯნებიან პოლიტიკას. ამის შემდეგ კი ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ოფისთან გადაინაცვლებენ და ანალოგიურს პოზიციას მმართველი პარტიის ოფისთანაც დააფიქსირებენ.


გორელი სტუდენტები მსვლელობით გორის ცენტრალური მოედნიდან დაიძრნენ. მსვლელობა გორის ცენტრალურ ქუჩებშიც მოეწყობა.


აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი აპოლიტიკურ ჩარჩოში, ისევ უცხადებენ სოლიდარობას შვილმკვდარ მამას, ზაზა სარალიძეს და ითხოვენ შერჩევითი სამართლისა და ჩიხში შესული გამოძიების დასრულებას.

Read 1373 times Last modified on სამშაბათი, 05 ივნისი 2018 15:47