გორის მერი: კახა ბლიაძეს სამსახურიდან არ გავათავისუფლებ

ივნისი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კონსტანტინე თავზარაშვილი თანაშემწის გათავისუფლებას არ აპირებს. 

მერის თქმით, საჯარო სოვრცეში დაწერილი მოსაზრების გამო კახა ბლიაძეს დაკავებული თანამდებობიდან ვერ გაათავისუფლებს.

„კახა ბლიაძემ თავისი აზრი დაწერა სოციალურ ქსელში, მაგრამ მე პირადად ნამდვილად არ ვიზიარებ მის ასეთ მოსაზრებას, ვემიჯნები ამგვარ მიდგომას. პირიქით, თუ ვინმე დამნაშავეა, ყველა უნდა დაისაჯოს. თუმცა მისი ეს ქმედება არ ექვემდებარება გათავისუფლებას, იმის გამო, რომ თავისი აზრი დაწერა, ვერ გავათავისუფლებთ.“


თავზარაშვილი მერიის თანამშრომლების მხრიდან ბოლო დღეებში მიმდინარე აქციების ფონზე სოციალურ ქსელში გააქტიურებასაც აფასებს და ამბობს, რომ საჯარო მოხელეებს თავისი პოზიციის დაფიქსირება სამსახურის გარეთ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

„საჯარო მოხელემ, როგორც წესი, არ უნდა იაქტიუროს მსგავს საკითზებზე, თავის შეკავება მართებთ, მაგრამ თუკი ამას სამსახურის შემდეგ აკეთებენ, მე ვერ დავუშლი“, - გვითხრა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდას და მის მამას ეხებოდა, მოქალაქეების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ჯიოშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, მერი თანაშემწე კახა ბლიაძეს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ქალაქის მერს კი მისი თანამდებობიდან გათავსუფლებისკენ მოუწოდა. ჯიოშვილის აზრით, ბლიაძემ გარდაცვლილი და მისი მშობელი შეურაცმყოფელ კონტექსტში მოიხსენია. ბრალდების ადრესატს გუშინ საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ გუშინ სოციალურ ქსელში შემდეგ კომენტარი დაწერა:

"მაგ საქმეს მიხედავენ, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. 1 ვინ ყიყინებს და გვერდით ვინ უდგას. 2 არც თვითონ მყავს ეგ კაცი ანგელოზი და არც ის ცხონებული იყო ანგელოზი. ნუ დაგვავიწყდება ეგ კომფლიქტი საიდან და რისთვის დაიწყო, რომელიც მკველობით დამთავრდა. არ ღირს მაგ საქმის შედარება იმ მკვლელობებზე, რომლებსაც ის ხალხი ანხორციელებდა ვინც ეს აქციები წამოიწყო. ეგ ხალხი, ჩემო ძმაო, ყველა დასაპეპლია.“

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის პროტესტის შემდეგ, კახა ბლიაძემ აღნიშნული კომენტარი წაშალა. 

 

Read 3363 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი