დემოკრატიის სკოლაში დევნილი ქალების საჭიროებებზე მსჯელობენ

ივნისი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)


IREX ევროპა, საფრანგეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან“ პარტნიორობით 2018 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს უფლებადამცველი ქალი ლიდერებისა და „უხილავი ქალების“ აღმოჩენასა და გაძლიერებას ევრაზიის რეგიონის ხუთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.


პროექტის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ქალი უფლებადამცველების, ან იმ უფლებადამცველების როლის გაზრდას, რომლებიც ქალთა/გოგონების უფლებებს იცავენ. აღნიშნული მხარდაჭერა განხორციელდება ქალებისთვის, ქალთა ორგანიზაციებისთვის ადვოკატირების, ლობირების, სასამართლო პროცესების შესახებ ცოდნის გაღრმავებით. აღნიშნული მხარდაჭერისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო აქტივობები: „აკადემია ლიდერებისთვის“, ტრენინგები უნარების განვითარებისთვის. ამასთან, შეიქმნება ონლაინ პლატფორმა აზრთა გაზიარებისთვის და ეფექტური კომუნიკაციისთვის.

იმისათვის, რომ პროექტის განმავლობაში დაგეგმილი საგანმანათლებლო თუ სხვა აქტივობების თემატიკა შესაბამისი იყოს საქართველოში ქალი უფლებადამცველი აქტივისტებისთვის/უჩინარი ქალებისთვის არსებულ საჭიროებებთან, პროექტის დასაწყისში ხორციელდება საჭიროებების კვლევა.
პროექტის ფარგლებში, შეხვედრები მოხდება შემდეგი ორი ჯგუფის საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით:


1. ახალგაზრდა უფლებადამცველები საქართველოში (ქალები, ან უფლებადამცველები, რომლებიც ქალთა/გოგონათა უფლებებს იცავენ)


2. ე.წ. „უჩინარი ქალები“ (ქალები, რომლებიც აქტიურად იცავენ უფლებებს თავიანთ სოციუმში, მაგრამ არ არიან ჩართული ზოგად უფლებადაცვით საქმიანობაში).


აღნიშნული ჯგუფები შესაძლოა მოიცავდეს აქტივისტებს/უჩინარ ქალებს, სოციალურ მეწარმეებს, ქალებს რეგიონებში (სოფლებში), იძულებით გადაადგილებულ პირებს,


ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს (ძირითადად, ეთნიკურად აზერბაიჯანელებს) საქართველოში.
პროექტი 26 თვის განმავლობაში ხორციელდება, ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.

 

Read 1038 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი