Back to Top
ორშაბათი, 04 ივნისი 2018 12:30

სოკუპაციო რეჟიმმა სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი გაათავისუფლა

Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო რეჟიმმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი, 26 წლის გოჩა საათაშვილი გაათავისუფლა.

მას ბრალი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის დასდეს. 


საათაშვილი კიდევ ორ ადამიანთან ერთად მაშინ დააკავეს რუსმა ოკუპანტებმა, როდესაც ის ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები 33 წლის ლევან აბალაკი და 34 წლის გიორგი სარიბეკოვი იმავე დღეს გაათავისუფლა. გოჩა საათაშვილის საქმე კი განსახილველად ე.წ. სასამართლოს გადასცეს. 


არსებული ინფორმაციით, საათაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა

Read 1281 times