გორის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწეს საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვენ

ივნისი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)


გორის მკვიდრმა ლაშა ჯიოშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მერის თანაშემწე, კახა ბლიაძე დისკრიმინაციული განცხადების გავრცელებაში დაადანაშაულა.

ჯიოშვილის თქმით ბლიაძემ სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლულის მამა და თავად გარდაცვლილი შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია. იგი ბლიაძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.


„ მის განცხადებას ორი სამართლებრივი მხარე აქვს, მინდა მივმართო საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიბარონ ეს ადამიანი პროკურატურაში და მიაწოდოს ის ინფორმაცია, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით, მისთვის არის ცნობილი. ასევე მან ბოდიში უნდა მოიხადოს საჯაროდ ამ სამარცხვინო და მორალურად გაუმართლებელი განცხადების გამო, რადგან მან შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც გარდაცვლილის ოჯახს, ასევე თავად გარდაცვლილსაც.“-ამბობს ჯიოშვილი


ლაშა ჯიოშვილის თქმით, ამ საკითხით სახელისუფლებო პოლიტსაბჭოც უნდა დაინტერესდეს და საკუთარ თანაგუნდელს პასუხი მოსთხოვონ. ჯიოშვილი აპირებს, რომ კახა ბლიაძის განცხადების შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავჯდომარე.

Read 1915 times Last modified on Last modified on ივნისი 04 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი