გარდაცვლილი ზურა ბალიაშვილის დედა ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებს

ივნისი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე გორში შვილმკვდარი დედებიც მივიდნენ.

ავტოსაგზაო შემთხევის დროს გარდაცვლილი ზურა ბალიაშვილის დედის თქმით, მისი შვილის გარდაცვალების ფაქტზე სათანადო გამოძიება არ ჩატარებულა. ია ბალიაშვილის თქმით, მათი შვილის სიკვდილში დამნაშავე პირს ხელისუფლების წარმოამადგენლები მფარველობენ.

„თანავუგრძნობ ზაზა სარალიძეს და ყველა დაზარალებულ ოჯახს. მე მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, როგორც შვილმკვდარმა დედამ. რვა თვეა, ვერც მე გავარკვიე სიმართლე ჩემი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. იმ ადამიანს, ვინც ჩემს შვილს დაეჯახა, მინიმალური სასჯელი გამოუტანეს, ძალიან ბევრი ვიძიეთ, ბევრი ვეცადეთ, მაგრამ სამართალს ვერ მივაღწით, რადგან როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, დამნაშავეს ვიღაც მაღალი თანამდებობის პირი მფარველობს. მინდა მათ მივმართო, ნუ აფარებენ ხელს, რადგან როგროც მე გამამწარეს, ისე სხვასაც ნუ გაამწარებენ.“

ია ბალიაშვილის თქმით, პირი რომელიც მის შვილს დაეჯახა ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ იყო. მისივე ინფორმაციით, ეს ადამიანი წარსულში მრავალგზის ნასამართლევია.

ბალიაშვილების ოჯახი, გუშინ საღამოს, თეატრის სკვერში გამრთულ აქციასაც შეუერთდა.

„ყველა ინსტანციას მივმართეთ, მაგრამ სიმართლე მაინც ვერ დავადგინეთ. მთელი გულით ვუთანაგრძნობ ზაზა სარალიძეს, რადგან მეც ანალოგიურ სიტუაციაში ვარ. ვერ დავადგინე ვინ ყავს მფარველი ჩემი შვილის მკვლელს, ვინ უწყობს ხელს ამ უსამართლობას. მე არ მოვითხოვ ისეთ სასჯელს, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული, მე მინდა კანონის ფარგლებში, რა სასჯელიც ეკუთვნის ისე დაისაჯოს დამნაშავე“, -ამბობს ია ბალიაშვილი

გორში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქციები  თითქმის მთელი დღის მანძილზე გრძელდებოდა.

Read 1973 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი