Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 01 ივნისი 2018 10:35

ცხინვალის რეჟიმმა საქართველოს დაკავებული სამი მოქალაქიდან ორი გაათავისუფლა

Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

მათ ბრალი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედებათ. 

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით დაკავებულები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები 33 წლის ლევან აბალაკი, 34 წლის გიორგი სარიბეკოვი და 26 წლის გოჩა საათაშვილია

ე.წ.  უშიშროების კომიტეტში ასევე ამბობენ, რომ დაკავებულიდან ორი უკვე გათავისუფლებულია. პატიმრობაში მხოლოდ გოჩა საათაშვილი რჩება. მის საქმეს ცხინვალის ე.წ. სასამართლო განიხილავს

Read 1867 times Last modified on პარასკევი, 01 ივნისი 2018 12:04