Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 20:06

პროკურორის გადადგომის მიუხედავად გორში აქცია მაინც გაიმართა

Rate this item
(0 votes)

დავით სარალიძეს მკვლელობის ობიექტური და დროული გამოძების მოთხოვნით გამართულ აქციას გორში პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავარი პროკურორის გადადგომა საკმარისი არაა.

მთავრი ახლა ისაა, რომ არ გადავყლაპოთ ის სატყუარა, რაც ჩვენ გადმოგვიგდეს. პროკურატურამ ვერ შეძლო, დანაშაულის ჩადენიდან 6 თვის შემდეგ საქმე სრულად გამოეძიებინა. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ აქციებს. სამარცხვინოა, როცა პროკურატურა ამბობს, რომ ვერაფერს გააკეთებენ, რადგან გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ თვითმხილველები. აბა, თავისით არავინ მივა და არ ჩაბარდება სამართალდამცველებს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გორში აქცია ხვალაც გაიმართება. დროს და ადგილს ორგანიზატორები მოგვიანებით გაავრცელებენ

Read 1830 times