Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 17:49

#ნუმომკლავ! - სოლიდარობის აქცია გორში (ფოტოები)

Rate this item
(0 votes)

სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით, აქცია გორშიც გაიმართა. სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებმა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების ახლობლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და დროული და ობიექტური გამოძიება მოითხოვეს.

აქცია თეატრის ეზოში მოეწყო.


,,დღეს შვილმკვდარმა მამამ ზაზა სარალიძემ ითხოვა, რომ მის გვერდით დავმდგარიყავით. მე ვდგავარ შვილმკვდარი მამის გვერდით, რომელიც სამართლიანობის აღსრულებას ითხოვს“, - გვითხრა  აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი დვალშვილმა.


,,ჩვენი მოთხოვნაა, რომ დააკავონ რეალური დამნაშავეები და მოხდეს ამ საქმის რეალური, ობიექტური გამოძიება“, - გვითხრა კიდევ ერთმა მონაწილემ, ირმა ბუზიაშვილმა.


,,რაღაც გამოცდილება გვეუბნებოდა, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო პროცესები, მითუმეტეს, რომ საზოგადოებრივი აზრის შემზადება დაწყებული იყო ამ შედეგისთვის. არაუშავს, მიხარია, რომ დღეს ყველანი გამოვიდნენ, ერთად დგას ხალხი და დარწმუნებული ვარ ამ სოლიდარობით, ამ თანადგომით მივაღწევთ და დამნაშავეები დაისჯებიან“, -ამბობს იზო ჩუბინიძე.

 

უფრო მასშტაბიანი აქცია ერისთავის თეატრის ეზოში 19:00 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები საზოგადოებას, სამართლიანობის დასაცავად, გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. 

 

mxardachwera 4

mxardachwera 5

 

mxardachwera 2

 

mxardachwera 6

mxardachera 7

 

Read 1875 times Last modified on ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 18:59