ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გორის მერია რამდენიმე ღონისძებით აღნიშნავს

მაისი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის ინიციატივით დაწესდა და 1950 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

ღონისძიებები გორში კულტურისა და დასვენების პარკში დილის 11 საათიდან დაიწყება. გამოფენილი იქნება საბავშვო ბაგა - ბაღების აღსაზრდელებისა და მათი პედაგოგების ნამუშევრები, ზღაპრის გმირები მთელი დღის განმავლობაში პატარების განწყობაზე იზრუნებენ, დაგეგმილია კონცერტები და ასხვადასხვა აქტივობები.

ბავშვებს საშუალება ექნებათ მთელი დღის განმავლობაში ისარგებლონ უფასო ატრაქციონებით , მოიხატონ სახეები, მათთვის წარმოდგენილი იქნება თოჯინების სპექტაკლი „იხვის ჭუკი“. 11:30 საათზე ბაღის აღსაზრდელების კონცერტია დაგეგმილი, რომელსაც 14:00 საათზე სხავადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები გააგრძელებენ. პარკს ესტუმრებიან გასართობ ცენტრ „ცისარტყელას“ ჯამბაზებიც.

ბავშვებს ელოდებათ ნაყინის ფესტივალი, ელექტრო - მობილებითა და დისტანციური მანქანებით რბოლა. იგეგმება ასფალტზე ხატვაც, ღონისძიებებში მონაწილეობას „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ აღსაზრდელებიც მიიღებენ. 

Read 1370 times Last modified on Last modified on მაისი 30 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი