Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 29 მაისი 2018 19:13

გორში, კანონტან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის საკითხზე იმსჯელეს

Rate this item
(0 votes)

გორში დღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

დისკუსიაში გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული ოფისების წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრას არასამთავრობო სექტორი და ბიზნეს ორგანიზაციები დაესწრნენ. 

ღონისძიების ორგანოზატორთა განმარტებით, შეხვედრის მიზანია, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების და არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობა. დღესვე შეხვედრის მონაწილეებმა არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მიმართულ რეკომენდაციებზეც იმსჯელეს.

Read 1432 times