Back to Top
სამშაბათი, 29 მაისი 2018 10:33

ანატოლი ბიბილოვი: წლის ბოლომდე სულ მცირე, ერთი სახელმწიფო გვაღიარებს

Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას 2018 წლის ბოლომდე კიდევ ერთი სახელმწიფო აპირებს.

ამის შესახებ სააგენტო „ტასს“-თან ინტერვიუში ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

„სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესის შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ ხუთ წელიწადში ერთხელ თითო ქვეყანა გვაღიარებს, მაგრამ თანდათან მივიღებთ ჩვენი დამოუკიდებლობის სრულ აღიარებას. წლის ბოლომდე ვვარაუდობთ სულ მცირე ერთი ქვეყნისგან აღიარებას“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, მზად არიან ნებისმიერი მოლაპარაკებებისთვის იმ ქვეყნებთან, რომლებიც პოტენციურად მზად არიან ოკუპირებული რეგიონის აღიარებისთვის.

Read 1872 times