გორის მერიას პარკირების გადასახადი გააუქმებინეს

მაისი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიას ქალაქში ამოქმედებული პარკირებისა და ჯარიმების გადასახადი გააუქმებინეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყოფილ პარკირების ადგილებზე გადასახადი, გორის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გაუქმდა. დადგენილებიდან  ამ მხრივ გაწერილი მუხლების ამოღება, ადგილობრივ თვითმმართველობას  სამთავრობო ადმინისტრაციამ დაავალდებულა, რადგან მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისისა და ბათუმის გარდა, არცერთ მუნიციპალიტეტს ჯარიმების ამოქმედებისა და პარკირების საფასურის მოპთხოვნის უფლება არ ჰქონდა. 

,,სამთავრობო  ადმინისტრაცია საკრებულოს სამართლებრივ აქტებზე სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს. ამ უფლებამოსიალების ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვწერა საკუთარი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მერიის მიღებულ დადგენილებაში განსაზღვრულ პარკირების საფასურსა და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების საკითხი, გვეუბნებიან, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსების მიხედვით, ეს უფლებამოსილება მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე არ აქვს. მიუხედავად ჩვენი სურვილისა, რომ გვქონოდა ეს სისტემა, დასკვნა გულისხმობს, რომ ეს ყველა მუხლი, რაც დადგენილებაში არის ამ ეტაპზე უნდა ამოვიღოთ“, - განმარტავს იურისტი გიორგი ბატონისაშვილი.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც პარკირების საფასური წლის დასაწყისშივე გადაიხადა, მერიის ცნობით, გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდებათ. 

 

Read 2109 times Last modified on Last modified on მაისი 25 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი