Back to Top
პარასკევი, 25 მაისი 2018 11:50

სამხატვრო სკოლაში ვლადიმერ დურულის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო

Rate this item
(0 votes)

გამოფენის გახსნას გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი გიორგი ნადიბაიძე და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვლადიმერ დურულს მუზეუმში პერსონალური გამოფენის გახსნა მიულოცეს და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

გორელი მხატვარი ვლადიმერ დურული და 600-მდე ნამუშევრის ავტორია. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებსა და სანკტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის მუზეუმში. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანია დაზგური ფერწერის სხვადასხვა ჟანრის ნიმუშები: პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები და ფერწერული კომპოზიციები.

გორი სამხატვრო სკოლაში დურულის 40-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს კიდევ 1 კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.

Read 1167 times