Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 24 მაისი 2018 10:41

გორში ტაქსით მგზავრობის ფასი შემცირდა

Rate this item
(0 votes)

გორში, რამდენიმე კომპანიაში, ტაქსით მგზავრობის საწყისი ფასი შემცირდა. როგორც გორში მოქმედი ტაქსის კომპანიებში აცხადებენ, ფასის შემცირება მგზავრთა რაოდენობის კლებამ გამოიწვია.

"საკმაოდ შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ტაქსით გადაადგილდებიან. ამიტომ, იძულებული გავხდით ფასი შეგვემცირებინა, რომ რამენაირად შევინარჩუნოთ კლიენტი", - განაცხადეს ერთ-ერთ სატაქსო კომპანიაში.

ტაქსით მგზავრობის საწყისი ფასი აქამდე 1.50 ლარი იყო. დღეიდან მინიმალური გადასახადი ერთი ლარი იქნება.

 

Read 10792 times Last modified on ხუთშაბათი, 24 მაისი 2018 11:07