Back to Top
ოთხშაბათი, 23 მაისი 2018 12:57

მეჯვრისხევში აზიური ფაროსანას გამოჩენაზე საუბრობენ

Rate this item
(0 votes)

მეჯვრისხევში მცხოვრებლები სოფელში ფაროსანას გამოჩენაზე საუბრობენ.

ერთ-ერთი ადგილობრივის, ტარიელ გურგენიძის მტკიცებით, აზიური ფაროსანა ხეხილის ნაყოფს და ბოსტნეულ კულტურებს ანადგურებს. მისი ინფორმაციით, მავნებელმა გამრავლება, თბილი ამინდების დადგომისთანავე დაიწყო. ამბობს, რომ მწერს საკუთარი ძალებით უშედეგოდ ებრძვის.

"შემოგვიტიეს უკვე აზიურმა ფაროსანებმა, ერთიანად ძოვენ მოცხარისა და კარტოფილის ბუჩქებს, ვისაც არ გჯერათ მობრზანდით და ნახეთ... რისთვის დააწანწალებდით მერიის ჩინოვნიკებს ფართობების აღსაწერად, თუკი ზომებს წინასწარ არ მიიღებდით?! რაში გიხდით ხელფასსს ჩვენი გადასახადებიდან თქვე მართლა უსაქმურებო და აზიურ ფაროსანაზე გაცილებით დიდო და საშიშო პარაზიტებო?!" - დაწერა ტარიელ გურგენიძემ სოციალურ ქსელში. 

გორის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას არსებობას. კარეგორიულად გამორიცხავენ, სოფლის მეურნეობის სააგენტოში. მამუკა ლომსაძის თქმით, ფაროსანას მსგავსი ბევრი მწერი არსებობს, რომლებიც შესაძლოა ერთმანეთში აერიოთ.

რეგიონებში საკოორდინაციო შტაბია გახსნილია, რომლებიც ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან. შტაბის წარმომადგენლების ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში 150 ერთეული სპეცტექნიკაა შეძენილი, განლაგებულია 1 100 ფერომონი, რომელიმე სოფელში თუ მავნებლის კრიტიკული ზღვარი შეინიშნება, მის წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები დაუყოვნებლივ დაიწყება. ამ ეტაპზე კი, არცერთ ფერომონს აზიური ფაროსანა გორის მუნიციპალიტეტში არ დაუფიქსირებია.

Read 2601 times Last modified on ოთხშაბათი, 23 მაისი 2018 13:19