დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა, პირველ ეტაპზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა უკვე ჩააბარეს. დღეს კი, კითხვებზე პასუხების გაცემას ინგლისურ ენაში ცდილობენ. საკუთარი ცოდნის შემოწმება მათ კიდევ რამდენიმე საგანში მოუწევთ.
გორის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინფორმაციით, წელს საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად 1 750 მსურველი დარეგისტრირდა.
2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. სიახლის განხორციელება გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა დააანონსა. მისი განმარტებით, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.
მოსწავლეებს გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარის გადასალახად, სწორი პასუხის გაცემა 15 კითხვაზე მოუწევთ.