აქცია "სოკარ ჯორჯია გაზთან", მიზეზები და შედეგები (ფოტო)

იანვარი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

აქციის მონაწილეები "სოკარ ჯორჯია გაზის" ადგილობრივი სერვის ცენტრის მენეჯერის კაბინეტში მაშინ შეიჭრნენ, როდესაც ის მედიის წარმომადგენლებთან ოფიციალურ კომენტარს აკეთებდა. თითქმის სამსაათიანი პროტესტის მიუხედავად, გორელებმა "გორი-გაზის" ადმინისტრაციისაგან კონკრეტული დაპირებები ვერ მიიღეს. კომპანია "სოკარის" წინააღმდეგ მოქალაქეები ადგილობრივ ოფისთან დღის ორ საათზე შეიკრიბნენ, თუმცა ნახევარი საათის განმავლობაში მათთან არც ერთი ხელმძღვანელი პირი არ გამოჩენილა.

5

ის მოქალაქეები, რომლებმაც დეკემბრის თვის ბუნებრივი აირის გადასახადი გააპროტესტეს, ზედმეტი თანხების ჩამოწერას უალტერნატივოდ ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის გაკეთება კომპანიას სასამართლოს იძულებით მოუწევს.

"სოკარის" ადგილობრივ სერვის ცენტრს გიგა გრიგალაშვილი ხელმძღვანელობს. ის საკუთარ კაბინეტში შეჭრილ გორელებს რამდენიმე საათის განმავლობაში უხსნიდა, რომ დავალიანება მათ მიერ გახარჯული გაზის პროპორციულია და კომპანია მხოლოდ იმ აბონენტების გადამოწმებას უზრუნველყოფს, რომლებიც არგუმენტირებულ შენიშვნებს იძლევიან. 

3

მოქალაქეების გვერდით იმყოფებოდნენ დღეს გორის საკრებულოს წევრები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". მართველი გუნდის არც ერთი წარმომადგენელი აქციის მონაწილეებთან არ გამოჩენილა. 

გორელები ბუნებრივი აირის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ითხოვენ, რომ ინკასატორებმა მოქალაქეების თანხმობის გარეშე დალუქული მრიცხველები არ გახსნან, რაც გახარჯულ კუბურ მეტრებს სხვაობას აძლებს ასევე მოითხოვენ, რომ დაგზავნილ შეტყობინებებში კომპანია და ახალი თვის ჩვენებები ასახოს. 

1

აქვე შეგახსენებთ, რომ აქციის დაწყებადე ორი დღით ადრე, მოსახლეობის რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებს შეხვდა. გორის მერმა  კომპანიის თანამშრომლებთან გორის მოსახლეობის პროტესტის შესახებ ისაუბრა, რომელიც დეკემბრის თვის ბუნებრივი აირის გადასახადს უკავშირდება. მოსახლეობა თითქმის გაორმაგებული გადასახადის დარიცხვას კომპანიაში არსებულ სისტემური პრობლემით ხსნის. გაზმომარაგების კომპანიაში მოსახლეობის ბრალდებები არ გაიზიარეს, თუმცა მზადყოფნა გამოთქვეს, დარიცხული გადასახადის რაოდენობის მიზეზი თითოეულ მოქალაქეს განუმარტონ.

ცნობილია ისიც, რომ აბონენტები საკუთარ მოთხოვნებს ხვალ, 5 იანვარს ენერგოომბუდსმენთან გააჟღერებენ. 

Read 1584 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი