ბავშვები გვპასუხობენ - "მოზაიკა" იწყებს ახალ პროექტს ბავშვებისთვის

მაისი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის სათემო რადიო ,,მოზაიკა’’ იწყებს გადაცემათა ციკლს ,,ბავშვები გვპასუხობენ’’.

ინიციატივის ფარგლებში იგეგმება გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების მოწვევა გადაცემაში. მოსწავლეებთან ჩაწერილი ინტერვიუები განთავსდება რადიო ,,მოზაიკას’’ ოფიციალურ საიტზე www.radiomosaic.ge და რადიოს ეთერში, ტალღაზე FM 97.8.

 

მიზნები და ამოცანები:

ინიციატივის მიზანია, მოვისმინოთ ბავშვების მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე; მეტი დრო დავუთმოთ მათთან საუბარს; მივცეთ მათ საშუალება ისაუბრონ მათთვის სასურველ საკითხებზე; მივაჩვიოთ ბავშვები მსჯელობას და მედიასთან ურთიერთობას. 

 


გადაცემის ფორმატი:

• გადაცემის ხანგრძლივობა იქნება 20-30 წუთი
• გადაცემაში მონაწილეობს ორი ბავშვი
• გადაცემა მომზადდება რადიო ,,მოზაიკას’’ სტუდიაში. მის: გორი, დ. ბერუაშვილის №12
• გადაცემის წამყვანი ბავშვებს წინასწარ შედგენილ კითხვებს დაუსვამს და ისინი უპასუხებენ
• კითხევბის რაოდენობა განისაზღვრება 15 - 20 კითხვით
• გადაცემის ჩაწერა მოხდება პედაგოგის ან მშობლის თანდასწრებით 

 

მონაწილეობის შესახებ:

გადაცემაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 6 წლიდან 10 წლის ჩათვლით. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა(*).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 ივნისი.

გადაცემის ჩაწერის თარიღის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით როგორც ელექტრონული ვერსიით, ასევე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.

 


(*) განაცხადის ფორმა

მოსწავლის სახელი და გვარი
მოსწავლის ასაკი
სკოლის დასახელება
პედაგოგის/მშობლის სახელი და გვარი
პედაგოგის/მშობლის ტელეფონის ნომერი

განაცხადი გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Read 1466 times Last modified on Last modified on მაისი 18 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი