მაია ტურაშვილი დახმარებას ითხოვს - მსახიობის მიმართვა

მაისი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მსახიობ მაია ტურაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მსახიობს მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ის უკვე წლებია, დაავადებას ებრძვის. საზოგადოების დახმარების იმედით, ის სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც რადიო "მოზაიკა" უცვლელად გთავაზობთ. 

"გთხოვთ არ გაატაროთ! ჩემო ძვირფასებო! მძიმე განსაცდელი მიდგას ძალიან.ღვთისა და თქვენს ანაბარა ვარ დარჩრნილი. სიცოცხლეს რომ არ ეხებოდეს, ნამდვილად არ დავდებდი ამ პოსტს და უფრო მეტად ჩემ ტყუპ გოგონებს, რომლებიც ყოველდღე შიშით შემომყურებენ ცრემლიანი თვალებით. კითხვაც კი უძნელდებათ, როგორ ვარ, რომ ამით გული არ მატკინონ და ხასიათი არ შემიცვალონ.

ძალიან მძიეა მერწმუნეთ ამ ყველაფრის გადატანა. (განსაცდელი არასდროს მოგივლინოთ ღმერთმა ) ამ განსაცდელმა დამანახა უფრო მკაფიოდ, რომ ცხოვრებაში არაფერი არაა გამორიცხული და არავინ არც ერთმა მოკვდავმა არ ვიცით, რა იქნება ხვალ.

ყველა გზა ვცადე, მაგრამ ყველა კარი მომიხურეს. (და არა მარტო მე, არამედ ათასობით მძიმე ავადმყოფს) ვარ გორის თეატრის მსახიობი. ერთ ჩვეულებრივ მორიგ სკრიმლინგის კვლევაზე დაიმსხვრა ყველა ჩემი ოცნება და ჩანაფიქრი, როდესაც ფოიეში გამოსულმა ექიმმა ჩემი დიაგნოზი მითხრა (მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე მეოთხე სტადია) მტერსაც არ ვუსურვებ ისეთ დღეს, მე რომ მქონდა და იმას, რაც იმ დღის შემდეგ გავიარე.დამენიშნა ქიმია და უძვირესი წამლები. (პერჯეტა - 8000 ლარი. ჰერცეპტინი 2800 გახდა ახალი წლიდან. ახალ წლამდე 3800 ღირდა) უამრავი კვლევები და წამლები. უფლის წყალობით და კეთილი ხალხის დახმარებით დღემდე მოვედი. ყველა გადასხმის მერე საგრძნობლად უმჯობესდება ჩემი მდგომარეობა. უფლის წყალიბით თითქმის 80-95% დავამარცხე. მაგრამ ამ წამლების შეწყვეტა გამიუარესებს მდგომარეობას და ამხელა წამება ტყუილად ჩაივლის.

გთხოვთ, არ მიმატოვოთ .დამეხმარეთ სიცოცხლის შენარჩუნებაში. ეს ამხელა გზა ხომ თქვენი წყალობით გავიარე.უფალი აშკარად მაძლევს სიცოცხლის შანსს და გთხოვთ თქვენც მომეცით ეს შანსი თქვენი თანადგომითა და დახმარებით. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრია გაჭირვებული... უფალს პირობა მივეცი, როგორც კი გამოვჯანმრთელდები, ჩემი სიცოცხლის ბოლომდე რითაც შევძლებ, დავეხმარები გაჭირვებულ ადამიანებს (თუმცაღა არც აქამდე არ ამივლია გვერდი გაჭირვებულისთვის და რაც შემეძლო ვეხმარებოდი. ყოველთვის მწამდა და ასეცაა მადლი არ იკარგება.) სწორედ ეს დამანახა უფალმა ამ განსაცდელში. უდიდესი თანადგომა და სიყვარული, რომელიც თქვენგან მივიღე მეგობრებო.

ჩემო ძვირფასებო, გთხოვთ, არ გამიშვათ ხელი ნუ გამწირავთ. თუნდაც სულ.მცირედმა ერთმა ლარმა შეიძლება იხსნას ადამიანი. ეს ხომ უდიდესი მადლია. ჩვენი შვილების და შვილიშვილებისათვის კი მარადიული ლოცვა. სიკვდილი არ მაშინებს, რადგან იმ ქვეყანაშიც მელოდება ჩემი უფროსი გოგო, რომელიც ამ საზარელმა სენმა წამართვა. უბრალიდ მას პირობა მივეცი, რომ დავამარცხებდი მის მკვლელს!

აუცილებლად შევასრულებ!

მადლობა ღმერთს, რომ ძალიან დიდი ოპტიმიზმი მიწყალობა. ყველა სიკვდილის შვილები ვართ ადრე თუ გვიან, მაგრამ რადგან უფალმა ჩემი შვილის მერე აქ დამტოვა და არ წამიყვანა, ესე იგი მე ეს მისია მერგო, რომ დავამარცხო ეს საზარელი სენი, რომელმაც ჩემი 19 წლის ულამაზესი გოგო გამომგლიჯა ხელიდან და ჩემი სულის ნახევარი გააყოლა თან. ძალიან მეიმედებით, ჩემო ერთგულო მეგობრებო", - წერს მაია ტურაშვილი. 

მისი დახმარების მსურველებს, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

თი-ბი-სი ბანკი:  GE67TB4366236512500020;  

საქართველოს ბანკი: GE66BG0000000559881100.

ლიბერთი ბანკი: GE19LB0711106890197440.

მიმღები: მაია ტურაშვილი;

პირადი ნომერი: 59001049907.

ან დარეკეთ  ნომერზე 0901701330, მაგთის ,ბალის, ბანის, მაგთიფიქსის და ბილაინის აბონენტებმა. 

Read 1549 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი