გორში, კომბინატის დასახლებაში სპორტული მოედანი მოეწყობა

მაისი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში სამოქალაქო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განხორციელება დაიწყო.

ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ გასულ წელს დაგეგმა და მიმდინარე წლის ბიუჯეტით უნდა განხორციელდეს, კომბინატის დასახლებაში, გორგასლის №5, 6 და 7 კორპუსების მიმდებარედ სპორტული მოედნის მოწყობაა.

პროექტით დაგეგმილი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანზე სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

სამშენებლო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 44 000 ლარია, შპს ,,ალონისი“ ასრულებს. მოედნის მშენებლობა ივნისის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს.

 

Read 1172 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი