Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 17 მაისი 2018 15:16

გორის საბავშვო ბაღებში შესაძლოა მეთოდისტის შტატი გაუქმდეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალურ ბაღებში შესაძლოა მეთოდისტის შტატი გაუქმდეს, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკა" საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა.

მეთოდისტები, სხვა შტატიანი თანამშრომლების მსგავსად, საბავშვო ბაღებში წლებია მუშაობენ. ისინი მუდმივად საბავშვო-ბაღებში არიან ს აღმზრდელ-პედაგოგებს რეკომენდაციებს აძლევენ. მათ ფუნქციებში დაწესებულების სხვადასხვა მიმართულებით კონტროლიც შედის. ბაღებში დასაქმებული მეთოდისტის საშუალო ხელფასი 200 ლარია. 

მსგავსი შტატი ბაღების მართვის სააგენტოშიც მუშაობს. აქ ჯამში 5 მეთოდისტი მუშაობს და მათი ხელფასი 625 ლარია. 

"კი, ბაღებს თავისი მეთოდისტებიც ჰყავთ. მედოდისტები, იგივე მენტორ მასწავლებლები ძირითადადმხოლოდ ქალაქის სააღმზრდელო დაწესებულებებს ჰყავთ. სოფლის ბაღებში კი ეს შტატი არ არის.  საჭიროებიდან გამომდინარე, სააგენტოში 5 გადამზადებული ადამიანი ავიყვანეთ. ისინი მუნიციპალური საბავშვო ბაღების მონიტორინგს სხვადასხვა მიმართულებით მუდმივად ახორციელებენ", - გვითხრა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოზიაშვილმა.  

მას შემდეგ კი, რაც მუნიციპალიტეტი გაერთიანდა და ერთიანი მართვის სისტემა ჩამოყალიბდა, სააგენტოში მეთოდისტის 5 შტატი შეიქმნა. გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ პოზიციაზე თანამშრომნლების დანიშვნა ოპტიმიზაციის პრინციპით მოხდა.

,,იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მეთოდისტები იმაზე უკეთ ასრულებენ საკუტარ ვალდებულებებს, ვიდრე წარმოდგენაა შესაძლებელი, არ გამოვრიცხავთ, ბაღებში არსებული მეთოდისტის შტატები საერთოდ გაუქმდეს. ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებული გადამოწმებისას რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაც შეეხება აღმზრდელ-პედაგოგების მიმართ გაცემულ შენიშვნებს, მხოლოდ უმნიშვნელო გაფრთხილებები იყო“, - განმარტავს ლია კოვზიაშვილი.

ამ საკითხზე რადიო "მოზაიკა" გორის მერიის განათლების განყოფილების უფროსსაც ესაუბრა.

,,მეთოდისტები სააგენტოს შექმნის დღიდან მუშაობენ და მუნიციპალურ საბავშვო ბაღებსკონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში უწევენ. მონიტორინგი სააღმზრდელო, სამეურვეო, ინფრასტრუქტურული და კიდევ რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ბუნებრივია“, - გვითხრა ნინო ბერიანიძემ. 

მას შემდეგ რაც მუნიციპალურ საბავშვო ბაღებს იურიდიული პირის სტატუსი ჩამოერთვა და სპეციალურად შექმნილ სააგენტოს დაუქვემდებარეს, ხელმძღვანელებს საკუთარი დაწესებულების დამოუკიდებელი მართვის უფლებები შეუმცირდათ. 

Read 2484 times Last modified on ხუთშაბათი, 17 მაისი 2018 15:31