გორში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს თავს დაესხნენ

მაისი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

16 მაისს, გორში წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიაწოდა. 

ადგილობრივების განცხადებით, სამეფო დარბაზს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს.

tadzari iehova 17.5

სამეფო დარბაზს ნატყვიარის გარდა გაკეთებული აქვს წარწერა - "იწამე ღმერთი ჩვენი".

შსს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია) მიმდინარეობს.

jvari tadzari 175

"გორში იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობაში ხელის შეშლის პირველი შემთხვევა არ არის. ორი თვის წინ სამეფო დარბაზის გალავანზე ჯვრები გამოსახეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, გამოკვეთოს სიძულვილისა და დისკრიმინაციის მოტივი, გამოავლინოს დამნაშავეები და დასაჯოს ისინი კანონის სრული სიმკაცრით", - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში. 

Read 2217 times Last modified on Last modified on მაისი 17 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი