სუს-ი: მოქალაქეთა დაკავებების გამო, 5 თვეში 2 300 ლარია გადარიცხული ცხინვალის ბიუჯეტში

მაისი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

1 იანვრიდან დღემდე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 30 ადამიანია დაკავებული - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.

სუს-ის განმარტებით, 1 მარტიდან 11 აპრილამდე დაკავების 19 ფაქტი დაფიქსირდა. ბოლო ერთ თვეში კი 11 ადამიანია დაკავებული. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ოსური მხარე, რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დღემდე ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 13 მოქალაქეა დაკავებული.

ჯარიმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში 2 000 რუბლია. განმეორებით დაკავების შემთხვევაში, თანხა ორმაგდება.

სუს-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოდის რომ ცხინვალის ბიუჯეტში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან 2018 წლის 5 თვეში 2 300 ლარია გადარიცხული.

Read 1172 times Last modified on Last modified on მაისი 16 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი