ქართულმა მხარემ ერგნეთში ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადაცემის საიკითხი დააყენა

მაისი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არჩილ ტატუნაშვილის საქმე და დაღუპულის შინაგანი ორგანოების გადაცემა - ეს იყო ყველაზე მთავარი საკითხი  ერგნეთში გამართული 86-ე შეხვედრა ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.

განხილული 17 საკითხიდან ყველაზე ხანგრძლივი დრო 3 საკითხს დაეთმო. მხარეებმა იმსჯელეს დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმართულებით ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებაზე. მთავარი აქცენტები კი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გაკეთდა.

ოსური ჯგუფის ხელმძღვანელმა მურად ჯიოევმა განაცხადა, რომ რუსეთის საექსპერტო ბიუროს მონაცემები პროცედურების დაცვით გადაეცა ქართულ მხარეს და ამ საკითხზე სხვა ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძეს განმარტებით, ქართული მხარე მაქსიმალურად კატეგორიული იყო და მთელი სიცხადით მოითხოვა ყველა მასალის გამოცემა, რაც არჩილ ტატუნაშვილის საქმეს უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, ოსური მხარე მზად არ აღმოჩნდა შეკითხვებზე ეპასუხა.

საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხს ერგნეთში მომდევნო შეხვედრებზეც დააყენებს, რომელიც ივნისის მეორე ნახევარში იგეგმება.

Read 1495 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი