ნადიბაიძე: არ ვიცი, მსოფლიო რას აღნიშნავს 17 მაისს, ჩვენ კონცერტის ჩატარება გადავწყვიტეთ

მაისი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

17 მაისს გორში კონცერტის ჩატარების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა აცნობა.

გიორგი ნადიბაიძის ინფორმაციით, ტერნდერის გარეშე შერჩეულ ქუჩის მუსიკოსებთან თანხაზე საუბარიც დღეს შედგება. სააგენტო მზადაა ერთ დღეში შესრულებული რეპერტუარისთვის აღნიშნულ ჯგუფს 12 500 ლარი გადაუხადოს.

ნადიბაიძის განცხადებით, ,,ქუჩის მუსიკოსების“ ლობირებას გორის მერიის კულტურის სამსახური ახდენდა. შეთავბაზება სააგენტოსთვისაც მისაღები აღმოჩნდა. რადიო ,,მოზაიკას“ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყდა ამ დღის აღნიშვნა ფორსმაჟორში და რატომ არ იყო წინასწარ ეს თარიღი გაწერილი, ნადიბაიძე ვერ პასუხობს.

"ამ თვის დასაწყისში გაჩნდა იდეა, რომ ეს დღე აღგვენიშნა და ეს ჯგუფი ჩამოგვეყვანა. ამ ჯგუფის ჩამოყვანა მანდამდეც გვინდოდა. მერიამ შემოგვთავაზა, რომ ამ დღისთვის დაგვემთხვია და მეც შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღე", - აღნიშნა ნადიბაიძემ. 

სააგენტოს ხელმძღვანელისთვის ასევე უცნობია, თუ რას აღნიშნავს ამ დღეს მსოფლიო. 

"მე არ ვიცი მსოფლიო ზუსტად რას აღნიშნავს. ის ვიცი, რომ პრემიერმა დააწესა ეს დღე, როგორც ოჯახის სიწმინდის დღე", - გვითხრა გიორგი ნადიბაიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. რაც შეეხება ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, 17 მაისი ამ დღედ საქართველოს პატრიარქმა 2015 წელს გამოაცხადა. 

Read 2895 times Last modified on Last modified on მაისი 16 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი