Back to Top
ოთხშაბათი, 16 მაისი 2018 11:27

სამ თვეში, ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლება 13 მოქალაქეს 1 000 ლარი დაუჯდა

Rate this item
(0 votes)

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 13 მოქალაქე დავაკავეთ, - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი შეხვედრის შედეგებზე საუბრისას პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა სერიოზული საუბარი იმ შემთხვევაზე, როდესაც 6 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს სოფელ აძისარის (აძვისთავის) მახლობლად მდებარე ტაძარში წირვა-ლოცვის ჩატარება სურდათ. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს დაუშვებელია, ვინაიდან ეს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაა. ჩვენ განვუმარტეთ საქართველოში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რომ ასეთი ქმედებები პროვოკაციად უნდა შეფასდეს“, - განაცხადა ჯიოევმა.

ჯარიმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში 2 000 რუბლია. განმეორებით დაკავების შემთხვევაში, თანხა ორმაგდება.

Read 1372 times Last modified on ოთხშაბათი, 16 მაისი 2018 11:36