კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა

მაისი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თბილისელი ახალგაზრდები, გორში, "კომუნისტური პარტიისა" და საზოგადოება "სტალინის" წარმომადგენლებთან რუსული აგრესიის ამსახველი ფოტომასალით ჩამოვიდნენ და მათ ხედვები და სიმპატიები რუსეთის ფედერაციის მიმართ ამ ფორმით გააპროტესტეს.

მათ გამოჩენას, კომუნისტური პარტიისა და საზოგადოება ,,სტალინელის“  წარმომადგენლები უკმაყოფილოები შეხვდნენ. მხარეებს შორის დაპირისპირება ოკუპაციის თემაზე, ახალგაზრდების მიერ დასმულმა შეკითხვებმა გამოიწვია.  განსხვავებული შეხედულებების მქონე ორი მხარე საკუთარი აზრის სიმართლეში ერთმანეთს ხმამაღალ ტონში გადასული საუბრით არწმუნებდა. 


,,არ აღიარებს ეს ხალხი რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ქვეყნის 20% აქვს მითვისებული. მათ არ უნდათ დაიჯერონ მავთულხლართების საშიშროება, რომელიც ასევე რუსეთის მიზეზით ვრცელდება.ისინი არ აღიარებენ 2008 წლის ომს და გმირებად არ სცნობენ იმ ომში დაღუპულ ქართველ  მეომრებს. ჩვენ უბრალოდ დავიღალეთ მათი დემაგოგიით და ჩამოვედით ჩვენი აზრის, აქ დასაფიქსირებლად“,-აცხადებს, ერთ-ერთი ახალგაზრდა ელენე ცაბაძე.


,,რაში მიუძღვის დანაშაული რუსეთს ამიხსენით. ვიდრე ქვეყანა საგარეო კურსს არ შეიცვლის მავთულხლართებს რომ ახსენებენ ესენი, რუსეთი არ გაჩერდება და ეგ მავთულხლართები, აქ სტალინის ბაღის ეზოშიც გაივლის. რუსეთი თუ მოინდომებს გადაგვივლის, ამიტომ უნდა დავუთმოთ და 70 წლიანი ძმობის ისტორია ისევ უნდა გავაგრძელოთ“,-აცხადებს კომუნისტური პარტიის წევრი.

Read 1167 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი