პარლამენტარი თენგიზ ხუბულური ბადრი ნანეტაშვილს "ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ადანაშაულებს

მაისი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური ოპოზიციონერ საკრებულოს წევრს ბადრი ნანეტაშვილს  "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, საკრებულოს დეპუტატი "შენების მოძრაობიდან" მუდმივად იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და ახლაც იგივე პოზიცია გააჩნია. ხუბულური ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა და შენების მოძრაობა ტ/კ ,,თრიალეთს“ საერთო ინტერესებისთვის იყენებენ და ერთად ახორციელებენ ,,ქართული ოცნების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. 

,,"შენების მოძრაობა", ბადრი ნანეტაშვილის წარმომადგენლობით, ინტრიგანობის მეტს არაფერს აკეთებს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. ან ვინ მისცა მაგას ეგ  ტელევიზია, რა ფასად შეიძინა მაგხელა ტერიტორია, ვინმე კითხულობს? ნანეტაშვილი ყოველთვის იყო და ახლაც არის ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მაგიტომაც არ აკრიტიკებს მას  "ნაციონალური მოძრაობა", რადგან  ნანეტაშვილის ტელევიზიას მასთან ერთად კარგად იყენებს ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანიისთვის.“-აცხადებს პარლამენტარი თენგიზ ხუბულური. 

ხუბულურის განცხადებას ბადრი ნანეტაშვილმა სისულელე უწოდა. საკრებულოს წევრი განმარტავს, რომ ტელევიზიის მფლობელობით არანაირ კანონს არ არღვევს, რაც შეეხება რადიო ,,მოზაიკას“ კითხვას, ხუბულურის  განცხადებასთან დაკავშირებით, ნანეტაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნულ პიროვნებას არც იცნობს და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.


,,ბიძინა ივანიშვილიც იყო ტელევიზიის მფლობელი, თან პრემიერ-მინისტრი იყო. მფლობელს უფლება აქვს იყოს საკრებულოს წევრიც და სხვა სამსახურიც ჰქონდეს. კანონი მხოლოდ დირექტორობას კრძალავს. თენგიზ ხუბულურთან მე არანაირი კავშირი არ მქონია და არც ვიცნობ საერთოდ თვალით არ მინახავს.“-აცხადებს ბადრი ნანეტაშვილი. 

ხუბულურის აღნიშნულ განცხადებას ,,ნაციონალურ მოძრაობაშიც“ გამოეხმაურნენ. პარტიის წარმოამდგენელი ბადრი ბასიშვილი განმარტავს, რომ ნანეტაშვილს მათთან წლებია ურთიერთობა აღარ აქვს და მისი ამჟამინდელი პოლიტიკური შეხედულებები ,,ნაციონალური მოძრაობის“  ინტერესებს არ ემთხვევა.  

"თენგიზ ხუბულურისთვის მიუღებელია ის ინფორმაცია, რასაც ტ/კ ,,თრიალეთიდან“ ხალხი იგებს. ალბათ ამან გამოიწვია მისი გაღიზიანებაც. რეალურად კი ეს ტელეკომპანიაა, რომლის მფლობელიც ბადრი ნანეტაშვილია, ობიექტურად მუშაობს და რა თქმა უნდა, არ მალავს იმ პროექტებს და სამუშაოებს, რასაც ,,ქართული ოცნება“ ვერ ან არ ასრულებს. ჩემი აზრით, სწორედ ამ მიზეზითაა გამოწვეული ხელისუფლების მხრიდან, საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილზე სხვადასხვა სახის ბრალდებები."- აცხადებს ბასიშვილი

პარალამენტის დეპუტატმა თენგიზ ხუბულურმა ბადრი ნანეტაშვილის შესახებ აღნიშნული განცხადება ნეპოტიზმის შესახებ რადიო ,,მოზაიკას“ შეკითხვას მოაყოლა. გორის სათემო რადიო ხუბულურთან ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზუსტებდა, რომლის მიხედვით, პარლამენტარის რძალი და და ძმისშვილი გორის მერიის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში არიან დასაქმებულები. თენგიზ ხუბულურმა კი ნაციონალურ მოძრაობას ურჩია კრიტიკის ობიექტი შეეცვალა და ,,ქართული ოცნების“ გარდა ყურადღება სხვა პარტიების წარმომადგენლებზეც გაეკეთებინა.

 

Read 1921 times Last modified on Last modified on მაისი 08 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი