Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 08 მაისი 2018 11:37

სოფელ დიცში პოლიციის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში შსს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

ცხედარი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოზე აღმოაჩინეს. 43 წლის ნუგზარ ბარიშვილს ჭრილობა, მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის ექსპერტიზაზე გორის პროზექტურაში გადაასვენეს.

შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციის კაპიტანს ჭრილობა იმ იარაღით აქვს მიყენებული, რომელიც მის სახელზეა აღრიცხული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

Read 1956 times